რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურში "შავმა ლომმა" თბილისში ავჭალის სტადიონზე, რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკის "ენისეი" 27:20 დაამარცხა. პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 18:6 მოიგო, მეორე ნახევარი უკეთ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეცდომები დაუშვა და საერთო ჯამში 7 დერეფანი წააგო, მაგრამ საბოლოდ, მაინც გაიმარჯვა.
ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ, გამარჯვების შემდეგ კი "შავი ლომი" ერთპიროვნულად გახდა ლიდერი.