50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად შეერთებულ შტატებში. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კენტუკის გუბერნატორმა მომხდარს შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადო უწოდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მსხვერპლი 100-მდეც კი გაიზარდოს. ამინდის ეროვნულმა სამსახური არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.