28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თუ პრეზიდენტის ინიციატივა საგარეო მოხმარებისთვის წარმოთქმული ფრაზები არ იყო, მივესალმები - სერგო ჩიხლაძე 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ირგვლივ, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, შეფასებები პოლიტიკური სპექტრში ისევ გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის - სერგო ჩიხლაძის თქმით, თუკი პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ საგარეო სპექტრზე არ იყო გათვლილი, ამ შემთხვევაში ინიციატივას მიესალმება და იზიარებს.

"ეს თუ საგარეო მოხმარებისთვის წარმოთქმული ფრაზები არ იყო, ძალიან კარგია, მივესალმები. ვიმსჯელოთ და სამოქმედო გეგმა შევადგინოთ, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რომ ეს სიძულვილი დამთავრდეს. მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტულად დასხდომა. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ნაბიჯებში იგულისხმება საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯები, თუმდაც ხელისუფლებისთვის, რომ იგივე პოლიტიზირებულ საქმეებზე მაგალითად მორატორიუმის გამოცხადება, სანამ ნორმალური სასამართლო არ იქნება. აქ მარტო სააკაშვილის საქმეზე არ არის," - ამბობს სერგო ჩიხლაძე.  

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დღეს მაღალი ნდობა არ აქვს. 

"დღეს არ გვაქვს ის ვითარება, როცა მაღალი ნდობაა ან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ან თავად მის მიმართ. იმიტომ რომ წინა ისტორია არის ძალიან ცუდი. ამიტომ, თავისთავად, განცხადებები კარგია, ეს საჭირო იყო ალბათ, მაგრამ მოჰყვება თუ არა ამას ქმედება, ეს არის მეორე საკითხი. ჯერჯერობით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ რომ ვინმე ამას აპირებს," - ამბობს გიგი წერეთელმა.  

დღის ამბები