28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ადამიანს გააჩნია რესურსი, რომლის შემდეგაც ფიქრობს, რომ უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს - მამუკა მდინარაძე ეკატერინე ტიკარაძეზე  

ვინ ჩაიბარებს ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს - მესამე დღეა ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ქართულ მედიაში. ვრცელდება ისევ ის არაოფიციალური ვერსიები, რაც აქამდეც ისმოდა. მედია ასახელებს რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურას, მათ შორის არის არჩილ თალაკვაძე და ნინო კობახიძე. თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად "ქართული ოცნებაში" არ ადასტურებენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ორწლიან საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მან ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში თავდაუზოგავად იმუშავა. 

"ის ორ წელზე დიდი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა ურთულეს პერიოდში. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რესურსი რომლის შემდეგაც ფიქრობს, რომ ახლა უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს.

მან და ქართველმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თეორიულად და პრაქტიკულად შეემცირებინათ ზიანი,"- აცხადებს მდინარაძე. 

ოპოზიციაში კი ტიკარაძის მმართველობის პერიოდს არაეფექტურად აფასებენ. 

მმართველი გუნდი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პრემიერი უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. ეკატერინე ტიკარაძე კი რომელმაც წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, პოსტზე თვის ბოლომდე დარჩება და საკუთარ მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. 

დღის ამბები