28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის პოსტს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს? - რას პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი ჟურნალისტებს

შეცვლის თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, ვაკანტურ პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ ახალი მინისტრის ვინაობა კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს. 

"მესმის, რომ გინდათ, მოვლენებს გაუსწროთ და საზოგადოებას პირველებმა შეატყობინოთ, თუ რომელი კანდიდატურები განიხილება, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდება კონსულტაციებით და ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ მოცემულობაში ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა და მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. 

დღის ამბები