28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
რა გახდა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზი და ვინ ჩაანაცვლებს მას მინისტრის პოსტზე - გვარები რომელიც ვაკანტურ თანამდებობაზე სახელდება 

ვინ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს ჯერ უცნობია. ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე თამარ გაბუნია ვაკანტურ პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას გამორიცხავს. 

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიღმა სხვდასხვა მიზეზს ხედავს ოპოზიცია. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეკა ტიკარაძეს უთანხმოება პრემიერთან ჰქონდა. 

რაიმე სახის დაპირისპირებას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის გამორიცხავენ "ქართულ ოცნებაში", თუმცა არ მალავენ, რომ ტიკარაძის გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვისაც მოულოდნელი იყო. 

ჯანდაცვის მინისტრის წასვლას კოვიდვითარების არაეფექტურ მართვას უკავშირებს ოპოზიციის მეორე ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მინისტრს საქმიანობის 22 თვის განმავლობაში ბევრი ხარვეზი და წარუმატებლობა ჰქონდა. 

ჯანდაცვის მინისტრის სავარძელზე უარი თქვა, თუმცა პოლიტიკაში და გუნდში დარჩენის გადაწყვეტილებაზე ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზევე ისაუბრა. ყოფილ მინისტრს ახლა პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში მოუწევს მუშაობა. 

ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელს ამაზე სახელისუფლებო გუნდში უკვე მსჯელობენ, კანდიდატურასთან დაკავშირებით პოზიციების ჩამოყალიბების შემდეგ ახალ მინისტრს პრემიერი დანიშნავს. დრო კი მმართველ პარტიას თვის ბოლომდე აქვს, ახალ წლამდე მოვალეობის შემსრულებელი ისევ ეკატერინე ტიკარაძე იქნება.

 

დღის ამბები