28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ეხმარებოდა თუ არა გიორგი ლორთქიფანიძე სააკაშვილს საზღვრის კვეთაში - რას წერს ექსპრეზიდენტი ყოფილ მაღალჩინოსანზე 

ეხმარებოდა, თუ არა გიორგი ლორთქიფანიძის სააკაშვილს საზღვრის კვეთაში - ექსპრეზიდენტი შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან შესახებ წერილობით კომენტარს აკეთებს.

მე-3 პრეზიდენტი პროკურატურის ბრალდებას არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას რუსეთის დაკვეთას უკავშირებს, რომელიც ხელისუფლებას სისრულეში მოჰყავს. 

"გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. 
სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოვებდეს,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები