28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ამაყობს გია ლორთქიფანიძესთან თანამშრომლობით და იმ საქმეებით, რომელიც ერთობლივად აქვთ გაკეთებული - შოთა თუთბერიძე

დღეს მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დააფიქსირა გიორგი ლორთქიფანიძის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე ამბობს, სააკაშვილი ამაყობს ლორთქიფანიძესთან ერთად უკრაინისთვის და საქართველოსთვის გაკეთებული საქმეებით.

"გია ლორთქიფანიძე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეცსამსახურის და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკრაინაში, არის ლეგენდარული მზვერავი. ამგვარი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მის მშობლიურ ქვეყანაში არის რუსეთის პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთის შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბატონ გიას არ იცნობდა საქართველოში, მან ის გაიცნო უკრაინაში და ძალიან ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული უკრაინისთვის და საქართველოსთვის და მიხეილ სააკაშვილი ამაყობს ამ თანამშრომლობით,"- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები