28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ELECTRONAUTS​ 12-ის ნომინანტები უკვე ცნობილია

ფონდი, რომელიც 2007 წლიდან ხელოვანებს, მუსიკის სხვადასხვა მიმართულებაში აჯილდოებს, წელს ახალი ნომინაციებით დაბრუნდა მუსიკალურ ბაზარზე.

კინოსტუდიაში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ფონდის წევრებმა 9 კატეგორიაში გადარჩეული არტისტები დაასახელეს.

ფონდი ELECTRONAUTS დამფუძნებლის, სერგი გვარჯილაძის განმარტებით, წელს ჟანრობრივი ჩარჩოები ძალიან გაიზარდა და მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე აღარ იქნება აქცენტი.

"რეკორდული რაოდენობა იყო წელს, 200-მდე არტისტი. თუ, ვთქვათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში აქცენტი მაინც ტექნო მუსიკაზე იყო, ელექტრონულ მუსიკაზე იყო, წელს ეს ჟანრობრივი ჩარჩოები ძალიან ფართოა. ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც  ნარევია ვოკალური ქართული ფოლკლორული ელემენტების და ელექტრონული ელემენტების,"- განმარტავს სერგი გვარჯალაძე.

ხვალ გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის სრულ ვერსიას, მუსიკალური ნომრებით, "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ექსკლუზიურად საახალწლო ეთერში ნახავს.

დღის ამბები