28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს - სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაცმოძრაობამ" დატოვა

ზუგდიდში, საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. სხდომა ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა.

სხდომას პროტესტის ნიშნად, ისევ "ნაციონალური მოძრაობა" გამოეთიშა.

"იმედია რომ მომდევნო სხდომისათვის ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილება, დღეს კი სხდომას დავტოვებთ,"-აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ბასილაია.

ანა წითლიძე კი, გიორგი გახარიას პარტიას მოუწოდებს გააცნობიეროს, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას და ასევე, დატოვონ საკრებულოს სხდომა. 

"ის, რომ დღეს ვერ აირჩა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გარდა, სხვა ოპოზიციურმა ძალამ რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი - ვგულისხმობ გახარიას პარტია, გააცნობიეროს თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ საკითხებზე,"- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე. 

მას პარტია "საქართველოსთვის" წევრი პასუხობს და ამბობს, რომ ისინი კოალიციას  არც ერთ პარტიასთან არ შექმნიან. 

ზუგდიდში, "ქართული ოცნების" წევრები კი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სხდომის დატოვებას მათ მიერ, კრიზისის შექმნის საფუძვლად აფასებენ და ყველა პარტიას მოუწოდებენ, არ შეუწყონ ხელი, ამ კრიზისის შექმნას. 

""ნაციონალური მოძრაობა" ტოვებს სხდომებს, რაც ხდება საფუძველი იმისა, რომ კვორუმის არარსებობის გამო, ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ეს კი კრიზისის შექმნის საფუძველია. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ კრიზისის შექმნას ხელი არ შეუწყონ,"- აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" სანდრო სორდია.

დღის ამბები