28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აჯამებს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აჯამებს, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მიმოიხილა პენიტენციურ დაწესებულებებში, ბავშვთა პანსიონებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითრებაზე.

"2021 წლის განმავლობაში დაკავებული პირებიც, კვლავ საუბრობდნენ სამართალ დამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და დაკავების შემდეგ, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიური ძალადობაზე.

სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციურ დაწესებულებაში არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემაზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებაში მოჩვენებითი წესრიგის შენახვას ისახავს მიზნად. ეს საკითხი, როგორც არაერთ გზის აღვნიშნე, განსაკუთრებით პრობლემურია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები