28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი - კახა კუჭავა გუნდში რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზად გუნდში რაიმე დაპირისპირების არსებობას გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლის ეკა ტიკარაძეს:

"გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როდესაც ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არამარტო ტიკარაძის, სხვა მინისტრების გადადგომებზეც ყოველდღე მიდის ჭორაობა. 3 წელია ეს ადამიანი იყო მინისტრი, 3 წლის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, დეტალებზე, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ.

არ მაქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას და ჯანდაცვის რეფორმებზე მუშაობას ამჯერად, პარტია "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს.

დღის ამბები