28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
რომის პაპის თქმით, ხორციელი ცოდვები, მათ შორის - ქორწინების გარეშე სექსი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის

რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, "ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული". მისივე თქმით, ყველაზე სერიოზული ცოდვები სიამაყე და სიძულვილია. 

ამით მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარიზის არქიეპისკოპოსის, მიშელ ოპეტის შესახებ, რომელიც გასულ კვირას ქალთან "ორაზროვანი ურთიერთობის" გამო გადადგა.

მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის ოპეტმა უარყო, რომ ურთიერთობა იყო სექსუალური (კათოლიკე მღვდლები დაუქორწინებლობის აღთქმას დებენ), მან თანამდებობა დატოვა, რათა ჭორებს ეკლესიისთვის ზიანი არ მიეყენებინა.

ეპარქიის წარმომადგენელმა მაშინ თქვა, რომ "მას ჰქონდა ორაზროვანი ქცევა იმ ადამიანთან, ვისთანაც ძალიან ახლოს იყო" და დასძინა, რომ ეს "არ იყო სასიყვარულო ურთიერთობა" და არც სექსუალური.

"როდესაც ჭორები იზრდება, იზრდება, იზრდება და ვნებს ადამიანის რეპუტაციას, ეს ადამიანი ვერ შეძლებს მმართველობას... და ეს უსამართლობაა. ოპეტის თანამდებობა მსხვერპლად შეეწირა არა ჭეშმარიტებას, არამედ ფარისევლობას. ჩემს თავს ვეკითხები: რა გააკეთა ოპეტმა ისეთი სერიოზული, რომ გადამდგარიყო? თუ ჩვენ არ ვიცით ბრალდების არსი, ვერ დავგმობთ მას,"- დასძინა პაპმა და ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა. 

მისივე თქმით, ოპეტი საზოგადოებამ ჭორებისთვის დაგმო მაშინ, როცა, რეალურად, რა მოხდა, არავინ იცის.

დღის ამბები