28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს მმართველი გუნდის ლიდერებს შეხვდებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს მმართველი გუნდის ლიდერებსაც შეხვდებიან. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე, განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ რეფორმებს. ევროსაბჭოს დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

"ეს არ არის თემა, რომელიც ჩვენთვის გასაკვირია, განსაკუთრებით, ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბულობაა რეგიონში. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა რეგიონის მიმართ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იქნება ის მთავარი თემები, რაზეც გვექნება საუბარი. შიდა საკითხები, რასაკვირველია, ევროპის საბჭო დაინტერესებულია, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს და ამ თემაზე ჩვენი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისაგან, რომელიც გააჩნია "ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი. 

დღის ამბები