28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ივანიშვილმა არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, მინდა, ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა. 

"ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა.

არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა.

კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა. მისი თქმით, ის პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს საქმიანობას. 

დღის ამბები