28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
1 წლის განმავლობაში სახელმწიფომ მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანის მკურნალობა დააფინანსა

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განვლილი წლის ანგარიში შეაჯამა. დოკუმენტის მიხედვით, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანის მკურნალობა დაფინანსდა.

მკურნალობის საერთო ბიუჯეტი კი მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.

2021 წელს კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების დაფინანსება გაიზარდა.

შედეგად მოქალაქეებს თანაგადახდა 20 ათასი ლარიდან 700 ლარამდე ან უფრო ნაკლებ თანხამდე შეუმცირდათ.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პრიორიტეტად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა დაასახელა.

დღის ამბები