28 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტიანი ახალი შტამის წინააღმდეგ და რა ცვლილებებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აცრის პროტოკოლში

ახალი შტამის გამოჩენისთანავე, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა ახალი კვლევები დაიწყეს. პირველი, ვინც შედეგები საჯარო გახადა, Pfizer-ია, რომელმაც მესამე დოზის დამატების რეკომენდაცია გასცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუსტერ დოზის გამოყენების შემთხვევაში, ვაქცინა "ომიკრონის" ვარიანტს ანეიტრალებს.

წინა მუტაციებისა თუ შტამებისგან გასხვავებით, "ომიკრონი" პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიები ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა B.1.1 529-ს მიმართ დაბალ ეფექტურია. "ბუსტერ" დოზების დამატებით კი, 25-ჯერ იზრდება გამომუშავებული ანტისხეულები და ორგანიზმი მეტ წინააღმდეგობას უწევს ვირუსს.

Pfizer-ის გარდა, ვაქცინის სხვა მწარმოებელ კომპანიებს, ოფიციალურად ჯერ მესამე დოზის დამატების შესახებ კვლევა არ გამოუქვეყნებიათ. ახალი შტამის გამოჩენისთანავე "მოდერნას" მწარმოებელმა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ კიდევ ერთი დოზის დამატება დასჭირდებოდათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ქვეყნებს აცრის პროტოკოლი შეუდგინა და "ბუსტერ" დოზის გამოყენების ვადების შემცირების რეკომენდაცია მისცა. საქართველომ მიღებული გადაწვეტილება იმუნიზაციის მართვის წესში შეიტანა.

ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას განსაკუთრებით ურჩევენ მათ, ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ. რადგან ჯერ კიდევ უცნობია, ახალი შტამის გვერდითი მოვლენების შესახებ, 18 წლიდან ზემოთ ყველას ურჩევენ სამჯერად აცრას.

დღის ამბები