28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
რატომ არის შეუძლებელი ვაქცინის შპრიცით კანქვეშ ჩიპის შეყვანა - მეცნიერების განმარტება

კონსპირაციის თეორიებს შორის, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ვრცელდება, ერთ-ერთი ჩიპებთან არის დაკავშირებული. მითის მიხედვით, ვირუსები შეიცავენ მიკროჩიპებს, რომლის საშუალებითაც გავლენიანი ადამიანები, მაგალითად ისეთები, როგორიც ბილ გეითსია, მოსახლეობას გააკონტროლებენ. იმის მიუხედავად, რომ ვრცელდება ვიდეოები, სადაც ამტკიცებენ, რომ აცრის შემდეგ ადამიანის მკლავი მაგნიტური ხდება, კონსპირაცია ყალბია.

"ეს შეუძლებელია, თუნდაც მიკროჩიპისთვის საჭირო ზომის გამო. მეორეც, მიკროჩიპს სჭირდება დენის წყარო. ამას გარდა, ჩიპმა უნდა გადასცეს სიგნალი სულ მცირე 2.5 სმ კუნთისა და ცხიმის გავლით დისტანციურ მოწყობილობას, რაც კიდევ ერთხელ, შეუძლებელს ხდის ამ ყველაფერს," - განაცხადა მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პედიატრმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა მეტ ლორენსმა, რომელიც, ასევე, "მოდერნასა" და "ნოვავაქსის" ვაქცინების გამოცდის სამივე ფაზის დაკვირვებაში იყო ჩართული.

კოვიდვაქცინები კეთდება წვრილი ნემსებით, რომლის შიდა დიამეტრი არის 0.26 და 0.41 მილიმეტრი. ჩიპები 5G-ს ფუნქციონალით კი თითქმის რკინის მონეტის ზომაა. ყველაზე მცირე ზომის RFID-ჩიპების დიამეტრი 0.125 მილიმეტრია, თუმცა ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მიბმულია ანტენაზე. ამ შემთხვევაში მისი ზომა, დაახლოებით, ბრინჯის მარცვლისხელაა, რაც 13-ჯერ მსხვილ ნემსს საჭიროებს, ვიდრე ვაქცინებისთვის გამოიყენება.

ყველაზე მცირე ზომის, RFID ჩიპები შვედურმა კომპანიამ Biohax შექმნა, მისი შეყვანა კანქვეშ არის შესაძლებელი. კომპანიის მფლობელმა, ჯოვან ოსტერლუნდმა კანქვეშ 4 ჩიპი შეიყვანა, სულ კი მისი შექმნილი მოწყობილობა მსოფლიოში 6 ათასამდე ადამიანს "ჩაუმონტაჟდა". ჩიპისთვის საჭიროა ბევრად მსხვილი ნემსი, ვიდრე ვაქცინებისთვის გამოიყენება.

"მისი ზომა 2-დან 12 მილიმეტრამდეა, დახლოებით, ბრინჯის მსხვილი მარცვლის ზომისაა," - განაცხადა ოსტერლუნდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები