28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
იქნება თუ არა ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო - რა ცვლილებები შევიდა დადგენილებაში

საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრება ისევ გადაიფიქრა. ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში, ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება .

რეალურად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა გამხდარიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამცდარიყო.

რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ტექინსპექტირების გამკაცრება

 

"რუსთავი 2-თან" ავტოექსპერტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ კატალიზატორის ქონა სავალდებულოა და საქართველო, ევროკავშირის მიერ დაწესებული დირექტივებისკენ, ნელ-ნელა, მცოცავი გეგმით მივა. 

"მხვდებოდა მსგავსი სათაურები, რომ კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ არის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მცდარი გზავნილი მედიის მხრიდან. 

ის, რომ ნორმა 0,6 რჩება 2020 წლამდე შემოყვანილი ავტომობილებისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ არის. 

არავის არ გაუუქმებია 2020 წლის აპრილიდან შემოყვანილი ავტომობილების შემოწმება გამონაბოლქვზე, ანუ ლამბდას პარამეტრის, რომელიც უნდა იყოს ერთის ტოლი. 

ეს ნორმა, რომ 0,5 უნდა იყოს ახლადშემოყვანილ ავტომობილებზე, არავის გაუუქმებია, ხოლო ძველად შემოყვანილ ავტომობილებზე შეუძლებელია ამის მიღწევა, თუ მას კატალიზატორი არ გააჩნია. 

რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მცოცავი გრაფიკით ჩვენ მივუახლოვდებით იმ პარამეტრებს, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა გვთავაზობს,"- აცხადებს შალვა ოგბაიძე. 

დღის ამბები