სასამართლო სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა. მიზიზი, მათი განცხადებით, მოსამართლის პოზიცია გახდა, რომელმაც პროცესზე დასკვნითი სიტყვის ეტაპი გამოაცხადა.
ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ დაჩქარდა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპის გამოცხადება.
დღეს ბრალდებულები ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დაცვამ და პროკურატურამ გამოკითხა.