28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საქმეს მტკიცებულებად დაერთო მიხეილ სააკაშვილის დევნის ამსახველი ინფორმაცია - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასრულებულია. პროცესზე განიხილეს მტკიცებულებების დაშვების საკითხი და მოწმეების სია. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის ერთი და ბრალდების ერთი შუამდგომლობა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ითხოვდა ზარების განხორციელების უფლებას, დაცვა კი 12 მოწმის სიიდან ამოღებას. დისკუსიის საგანი იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დაკმაყოფილდა, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნის ჩადება საქმის მასალებში.

"საქმეს მტკიცებულებად დაერთო მიხეილ სააკაშვილის დევნის ამსახველი ინფორმაცია და არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნები გარკვეული მასალების ამორიცხვაზე. მკაფიოდ ჩანს, რომ ამ საქმეში მთავარი მოტივაცია არის პოლიტიკური. მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება არის ლეგალური და მართლზომიერი ქცევა,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. 

პროკურორისთვის გაუგებარია ბრალდების მხარის პოზიცია მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე. 

"დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მტკიცებულება, თუმცა, რას დავობს, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი და ის იმყოფება საქართველოში - ეს არის დანაშაული, საზღვრის უკანონო კვეთა,"-აცხადებს საქმის პროკურორი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები