28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს "მწვანე პასპორტის" შემოღების პროცესს-ნათია თურნავა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა, - ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული QR კოდის ან სრული ვაქცინაციის, ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება. გადაწყვეტილების მიზანია , უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად აკვირდება რა გამოწვევები ახლავს "მწვანე პასპორტის" შემოღების პროცესს.

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს "მწვანე პასპორტის" შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღის ამბები