28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" უკვე მეორე დღეა, დმანისის საკრებულოს წევრს, რამიზ რამაზანოვს ეძებს

უკვე მეორე დღეა, "ნაციონალური მოძრაობა" დმანისის საკრებულოს წევრის გაუჩინარებაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, რამიზ რამაზანოვის ადგილსამყოფელი გუშინდელის მერე უცნობია. როგორც მისი თანაგუნდელები ამბობენ, ბოლოს ის 8 დეკემბერს, სკოლაში ნახეს. "ნაციონალური მოძრაობა" ბრალდებებს "ქართულ ოცნებას" უყენებს.  პარტიაში აცხადებენ, რომ რამიზ რამაზანოვზე მიმდინარეობდა ზეწოლა იმისათვის, რომ ის ხვალ საკრებულოს სხდომას დასწრებოდა.

რამაზანოვის შვილი ამბობს, რომ ზეწოლის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა, მამა კი ბოლოს გუშინ ნახა.

რამაზანოვის თანამშრომელი კი, რომელიც, პარალელურად, სკოლის თანამშრომელია, ამბობს, რომ ბოლოს რაზიმი მან გუშინ შუადღისას ნახა, რა დროსაც მასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ სალაპარაკოდ. 

"სკოლაში იყვენენ უცხო ადამიანები, თუმცა მათ მე ვიცნობ, ესენი იყვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ბულქნეშვილი და ლევან უსეშვილი, ისინი სკოლაში შევიდნენ, სკოლის უკან რაღაც ილაპარაკეს და მერე წავიდნენ თავის სახლში თავისი მანქანით,"-აცხადებს რამიზ რამაზანოვის კოლეგა, პედაგოგი ქამრან ხადიროვი

დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რამაზანოვის გაუჩინარებას, "ქართული ოცნების" წევრებს უკავშირებენ. 

​"ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებით,ხვალ თუ კიდევ არ მივალთ სხდომაზე, ინიშნება ხელახალი არჩევნები. ამიტომ გააძლიერეს ზეწოლა ჩვენს წევრებზე, რამიზ რამაზანოვზე კი ძალიან დიდი ზეწოლა იყო ამ დღეებში. ის კონტაქტზე არ გამოდიოდა რამდენიმე დღე, მივედი და სუსის მანქანა დამხვდა. შევედი ეზოში, სადაც ვსაუბრობდით და რამდენიმე წუთში, ჩემთვის გაურკვეველი პირები მოვიდნენ, მოკიდეს რამიზს ხელი და წაიყვანეს, სად წავიდნენ არ ვიცი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან მოსეშვილი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას აქვს ადგილი. 

დღის ამბები