28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"ღონე არ აქვს ადამიანს, აშკარად, ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა?!" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მანამდე მასთან იმყოფებოდნენ მისი ადვოკატი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე.

გიული ალასანიამ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოხატული აქვს სისუსტე და ისურვებდა, რომ რეაბილიტაცია სხვა კლინიკაში გაევლო. 

"ღონე არ აქვს ადამიანს აშკარად, იმიტომ რომ ესეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს. სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა. გადაყვანა თუ იქნება უნდა იყოს მხოლოდ სადმე ნორმალურ კლინიკაში. იმიტომ რომ ნამდვილად სჭირდება ადამიანს რეაბილიტაცია, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია,“ - ამბობს გიული ალასანია.

დღის ამბები