28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების სანაცვლოდ მიღებული 25 000 ლარი - დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი კომპანიის სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 25 000 ლარი მიიღეს.

დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

დღის ამბები