28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
​კორონავირუსით საქართველოში კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 562

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 693, ხოლო PCR ტესტით - 18 777.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,06%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,22%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,91% შეადგინა. 

8 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 10 660 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 276 478 აცრა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 40 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 286 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 178 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 822 108, ვირუსს ემსხვერპლა 12 582 ადამიანი.

 

დღის ამბები