28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ესწრებოდა.

მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

დღის ამბები