28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რატომ ვერ შედგა დისკუსია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე - თანათავმჯდომარეების განცხადება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო დისკუსია ვერ შედგა - ამის შესახებ დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაშია ნათქვამი.

თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილეს ნდობის გასამყარებლად ძალისხმევის გაზრდისა და დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

რუსეთი კი რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან საოკუპაციო ხაზის დელიმიტაცია-დემარკაციაში ხედავს.

ქართული მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

მხარეების ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

დღის ამბები