28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
რა შემთხვევაშია შესაძლებელი შერიგება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის - მმართველ გუნდში სააკაშილის ინიციატივას პასუხობენ

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის შედგეს შერიგება, რომლის ინიციატორიც მსჯარდებული ექსპრეზიდენტია - როგორც უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, მე-3 პრეზიდენტის საპასუხოდ "ღამის კურიერის" ეთერში გააცხადა, სანამ ის მოქალაქეები არ აპატიებენ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, რომლებიც მათგან დაზარალდნენ, მანამდე მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ რაიმე ტიპის შერიგებაზე ისაუბრონ:

"ოპოზიციის დესტრუქციული ჯგუფი პარლამენტის საბოტაჟს ეწევა. ერთი მხრივ, ისინი შერიგებაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, საბოტაჟს ეწევიან. რევოლუციას, რომ ვერ აწყობენ, შემდეგ საუბრობენ შერიგებაზე. 

ერთი მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება ყველას, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებმა, შერიგება ჯერ უნდა სთხოვონ იმ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც ამ რეჟიმის მხრიდან დაზარალდა. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მათ უნდა ეპატიოთ, ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. მანამდე, არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ჩვენ რაიმე ტიპის შერიგებაზე ვისაუბროთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები