28 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ჟენევის 55-ე რაუნდი დასრულებულია - რა საკითხებზე შედგა კონსესუსი საქართველო-რუსეთს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

ჟენევის 55-ე რაუნდი დასრულებულია. შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეულ კონსესუსს მიაღწიეს, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია პოზიცია უსაფრთხოების საკითხებზე.

რუსული მხარე კვლავ ცდილობს 6 პუნქტიანი შეთანხმების ნაცვლად წამოჭრას ის საკითხები, რაც ჟენევის ფორმატს არ ითვალისწინებს. მათ შორის, საქართველოს დაახლოვება ევროატლანტიკურ ალიანსთან. მოსკოვს მიაჩნია, რომ NATO-ს ფაქტორი უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

"აზრების სერიოზული გაცვლა გვქონდა, ისევე როგორც საკმაოდ კონსტრუქციული დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე. ვფიქრობ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი ხედვები, კონკრეტულ მონაწილეებთან დაკავშირებით შეფასებებში არ შევალ. საერთო სურათი იყო საკმაოდ კარგი, მჯერა რომ სამომავლოდ შედეგებიც იქნება. ჩვენ თანათავმჯდომარეები გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რაც აქ მოვისმინეთ და შევეცდებით მონაწილეებს შემდეგი რაუნდებისთვის ახალი იდეები შევთავაზოთ. მჯერა,რომ საკმაოდ სავსე დისკუსია იყო, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე, გადაადგილების თავისუფლებაზე და უსაფრთხოების თემებზე. იმაზე, რომ საჭიროა მხარეებს შორის ნაპოვნი იქნას ურთიერთგაგების გზები,რათა კონკრეტული საკითხები გადაიჭრას," - აცხადებს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.

დღის ამბები