28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
რას უნდა ველოდოთ "ცისფერი ვეფხვისგან" - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

რისი წელია 2022? - შეგხვდებათ სამი განსხვავებული მოსაზრება, თუმცა როგორც ირკვევა არც ერთი არ არის მცდარი. 

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "რუსთავი 2-თან" ჰყვება, რომ შავი, ლურჯი, ცისფერი წყლის ვეფხვი - 2022 წელი ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ, აქ მთავარია, რომ სამივე ეს არის წყლის სტიქია, შეცდომა კი, არც ერთი არაა. 

ყოველი წელი რაღაცით განსაკუთრებულია, საინტერესოა რა გველის შემდეგ წელს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამყაროში პანდემია მძვინვარებს. ვეფხვი რომ აგრესიული ცხოველია ყველამ ვიცით, თუმცა მას საკმაოდ მძაფრი ენერგეტიკა აქვს. ასტორლოგი ქეთი ვაწაძე, ვეფხვის ენერგეტიკაზე საუბრობს:

- როგორი ენერგეტიკა აქვს ვეფხვს და რას გვიმზადებს 2022 წელი?

- ზოგადად ვეფხვი აგრესიულ ცხოველად ითვლება, ვეფხვის წელიც ასეთია - აქტიური, აგრესიული და მოულოდნელობებით სავსე, მაგრამ წლევანდელი ვეფხვის წელი, რადგან არის წყლის სტიქიის, ეს მის აგრესიასა და ზედმეტ სიფიცხეს ცოტა ამშვიდებს. ამიტომ, კი, აქტიური წელი მოდის, მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე, მაგრამ ისეთი აგრესიული არ არის, როგორც სხვა ვეფხვის წელი. 

- ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება განსაკუთრებით კარგი მომდევნო წელი?

- ეს ყველანაირი პროგნოზი ზოგადია და ვის როგორი წელი ელის, ეს უკვე პირადი რუკიდან გამომდინარე ჩანს. მაგრამ, ზოგადად 2022 წელი არ არის ცუდი წყლის ნიშნების წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში კი, თევზებისთვის, რადგან თევზებში გადადის იუპიტერი, რომელიც გამარჯვების პლანეტაა და პირველ რიგში თევზებისთვის, შემდეგ უკვე კირჩხიბისა და მორიელისთვის სასიკეთო კომბინაციები იქმნება. კარგი წელი იქნება თხის რქის, კუროსა და ქალწულის ნიშნისთვისაც. დანარჩენი ნიშნებისთვის კი, ეს წელი მეტ-ნაკლებად კარგი იქნება. ტყუპები მაგალითად რამდენიმე თვეში ლილიტის ზეგავლენისგან გათავისუფლდება, რაც უკვე კარგია,"- აცხადებს "რუსთავი 2-თან" ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.

დღის ამბები