28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, სააკაშვილს უგზავნის ადამიანებს რომლებსაც ის ბრალს სდებს წამებაში - ეკა ხერხეულიძე

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმესაათიანი პროტესტი შეწყვიტა, ახლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალური კონსილიუმი სწავლობს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა - გიული ალასანია. ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მისმა თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემაც. მან პენიტენციურ სამსახურსა და ექსპრეზიდენტის პროტესტზე ისაუბრა. 

"ვერ ვხვდები ხელისუფლება რის მიღწევას ცდილობს, როდესაც იმ ადამიანებს უგზავნის მიხეილ სააკაშვილს, რომლებსაც პრეზიდენტი ბრალს სდებს კონკრეტულ წამებაში. არ მესმის ასეთი უგუნური გადაწყვეტილების დროს, რისი მიღწევა უნდათ ადამიანებს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაქცია იყო ძალიან მწვავე ამაზე. მისთვის სასამართლო არის ერთადერთი პლატფორმა, რომ ხალხს მიმართოს, ის დღის ბოლომდე დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს და ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ეკატერინე ხერხეულიძე.

დღის ამბები