28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
თეა წულუკიანმა 3 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა დაასახელა

კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს, მათგან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის 1 იანვარს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ეწურებათ.

კულტურის მინისტრმა დღეს 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა დაასახელა: რეზო გაბრიაძის თეატრის ხელმძღვანელი ლევან გაბრიაძე იქნება, ჩრდილების თეატრ "აფხაზეთს" გელა კანდელაკი უხელმძღვანელებს, ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ რობერტ სტურუა იქნება.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 4 სახელმწიფო თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი დღეიდან გამოაცხადა. დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.

დღის ამბები