28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. როგორც გერმანული მედია წერს, პროკურატურა მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვს.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს. ამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ. 

დღის ამბები