გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გამოჩენის შემდეგ, სახელმწიფოებმა სხვადასხვა ზომას მიმართეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს ეფექტიანი ვაქცინები აქვს და არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, თითქოს მათ "ომიკრონისგან" დაცვა არ ექნებათ.
ახალი რეგულაციები ამოქმედდება შვედეთსა და ნორვეგიაში. სამხრეთ კორეაში კი, პანდემიის პერიოდში პირველად, ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა 7 ათასს გადააჭარბა. ავსტრალიაში "ომიკრონის" შტამის მსგავსი ახალი ვარიანტი დაფიქსირდა - შემთხვევას ადგილობრივი ლაბორატორია იკვლევს.