მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 267 მილიონს აჭარბებს. ავსტრალიაში "ომიკრონის" შტამის მსგავსი ახალი ვარიანტი დაფიქსირდა - შემთხვევას ადგილობრივი ლაბორატორია იკვლევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მბობენ, რომ "ომიკრონის" შტამი, სავარაუდოდ, მძიმე ავადობას არ იწვევს.
დღეიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს რუმინეთი, სადაც გაუქმდება კომენდანტის საათი და ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. რუმინეთისგან განსხვავებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება შვედეთსა და ნორვეგიაში. სამხრეთ კორეაში კი პანდემიის პერიოდში პირველად ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა 7 ათასს გადააჭარბა.