28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ჰაკერებმა კრიპტოვალუტების ბირჟაზე 150 მლნ დოლარი მოიპარეს

ჰაკერებმა კრიპტოვალუტების ბირჟაზე მინიმუმ 150 მლნ დოლარი მოიპარეს. ინფორმაციას CNN კრიპტო ბირჟა Bitmart-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის უსაფრთხოების პირველადი შემოწმება დასრულებულია და ჰაკერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აქტივები იდენტიფიცირებულია: არსებული ინფორმაციით, აქტივები მოიპარეს ორი ე.წ. "ცხელი საფულიდან" - Ethereum blockchain-სა და Binance Smart Chain-ზე. გამოძიების მიხედვით, დაუდგენელმა ჰაკერებმა გამოიყენეს მოპარული პირადი გასაღები ორი საფულის გასახსნელად და გასაძარცვად.

მონაცემთა ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ქურდებს 196 მილიონი დოლარის აქტივების მოპარვა შეეძლოთ. 

დღის ამბები