აფეთქებას ერაყში მსხვერპლი მოჰყვა - ქალაქ ბასრაში საავადმყოფოსთან ახლოს მოხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და 20 კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოსთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მოტოციკლი ააფეთქეს. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.