28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"Netflix-მა დიდი ტკივილი მომაყენა..." - რას წერს ჭადრაკის ლეგენდა კალიფორნიის სასამართლოს - "კურიერმა" ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა მოიპოვა

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა, რომელიც უკვე კალიფორნიის სასამართლოშია წარდგენილი. ქართველი მოჭადრაკე სწორედ კალიფორნიის სასამართლოში აწარმოებს სამართლებრივ დავას Netflix-თან

"ჩემი ცხოვრების თითქმის 70 წელი ჭადრაკს მივუძღვენი. გასაოცარი მონდომება და ერთგულება უნდა გამომეჩინა რომ გავმხდარიყავი წარმატებული სპორტის ამ სახეობაში, რომელიც იმ დროს "მამაკაცების სამყაროს" ნაწილად მიიჩნეოდა. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობდი და ვიგებდი ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ ტიტულებს, მაგრამ ჩემი ყველაზე ღირებული მიღწევა იყო ის, რომ დავიმსახურე ქართველების და მთელი მსოფლიოს ჭადრაკის თაყვანისმცემლების სიყვარული და აღფრთოვანება, ასევე მამაკაცი მოთამაშეების აღიარება და პატივისცემა. 

რაც შეეხება ჭადრაკს, ეს არის ჩემი სიყვარული და მოწოდება - ჩემი ცხოვრების არსი. ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. როცა მივხვდი, რომ მე შთავაგონებდი არამხოლოდ ჭადრაკის ახალგაზრდა მოთამაშეებს, არამედ მთლიანად ახალგაზრდა თაობას, ყველაფერი გავაკეთე, რათა მიმეღწია არამხოლოდ ჩემი საჭადრაკო მიზნებისთვის, არამედ ასევე იმისთვის, რომ მეცხოვრა ცხოვრებით რომელიც საუკეთესოდ ემსახურება წარმატებისა და თავმდაბლობის მაგალითს და მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ქალს ძლიერი ხასიათით, მტკიცე რწმენითა და ნათელი მიზნით. 

... და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ სადავო სცენა Netflix-ის სერიალში არასწორად წარმოაჩენდა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევებს და მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის თვალწინ მცდარი კუთხით წარმომაჩინა. ამან შელახა ჩემი პირადი და პროფესიული რეპუტაცია და შედეგად დიდი ტკივილი მომაყენა," - ნათქვამია ნონა გაფრინდაშვილის მიმართვაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

დღის ამბები