28 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ 17 დეკემბერს კლუბების კარი გაიხსნება - ნაჯა ორაშვილი

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელი, ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

ორაშვილის ინფორმაციით, 17 დეკემბერს კლუბები იხსნება. 

"სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება იმისთვის, რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე," - წერს ნაჯა ორაშვილი. 

დღის ამბები