28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ - პრეზიდენტები უკრიანის საკითხს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხს განიხილავენ. მხარეები NATO-ს გაფართოების თემაზეც იმსჯელებენ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე სატელეფონო საუბარი უკვე შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის. ენტონი ბლინკენმა ვლადიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

დღის ამბები