უკვე 266 მილიონს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. ახალი შტამის გავრცელების გამო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს საფრანგეთი, სადაც კლუბები ერთი თვით დაიხურება, ასევე, გამკაცრდება სკოლებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ახალ შეზღუდვებს აწესებს ნორვეგია და პოლონეთი.
ნიუ-იორკში კი ვაქცინაცია სავალდებულო გახდება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის. სპორტულ, საცეკვაო და სხვა კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობისთვის ბავშვებიც უნდა აიცრან.