28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ზემო სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

კლდის მასის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, მთელი დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მაშველები და სპეცტექნიკა მუშაობდა.

საავტომობილო მოძრაობის სრულყოფილად აღსადგენად გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები