28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ბესო სოლომონაშვილის პირველ ჩვენებას გამართავს

"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" პრემიერისთვის ემზადება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ბესო სოლომონაშვილის პირველ ჩვენებას გამართავს. კინოსურათი თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა, რომელიც 2004 წელს დაიწერა და პოპულარობაც იმთავითვე ხვდა წილად. ნაწარმოები რამდენჯერმე გათამაშდა სცენაზე.

ეკრანიზაციის იდეა კი, ლიტერატორი მეგობრების შემოქმედებითი ხედვის სიახლოვემ განაპირობა.

ნაწარმოების ავტორიც და რეჟისორიც გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ საქართველოში 200 წელია ომის თემას აქტუალობა არ დაუკარგავს. შესაბამისად, მათი მიზანია ფილმი ფართო აუდიტორიამდე მივიდეს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი. ჩანაწერში მოისმენთ სიმღერას, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის ჩაიწერა.

დღის ამბები