28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოში აპოლიტიკური აკადემია იხსნება

პირველად საქართველოში აპოლიტიკური აკადემია იხსნება - Apolitical Global-ის რეპლიკაცია კავკასიის რეგიონში, რომლის მიზანი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაა.

აკადემია 7 თვიანი კურსის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ პოლიტიკის შემუშავებას, დებატებს და ეთიკის მნიშვნელობას.

"დღევანდელი ღონისძიება ემსახურება ახალი პროგრამის დაწყებას საქართველოში, რომელიც ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის განათლების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, 7 თვიანი კურსი, სადაც მსოფლიო ლიდერი პროფესორები, პოლიტიკოსები წაიკითხავენ ლექციას.

მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ყველა ადამიანმა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ზოგადად კავკასიის რეგიონში და ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორედ ის, რაც წარმოაჩენს ახალგაზრდა ლიდერებს, ახალ რესპოდენტებს და ქვეყანაში ცვლილებებისთვის უკვე მზაობა იქნება ახალგაზრდა თაობის," - აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

დღის ამბები