უკრაინის წინააღდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედება რუსეთს ძვირი დაუჯდება, რაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაზსადენის გაჩერებას ნიშნავს - აღნიშნული განცხადება გერმანელმა პოლიტიკოსმა მედიასთან საუბრის დროს გააჟღერა.
როგორც მანფრედ ვებერი ამბობს გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება გამოირიცხება.
პარლამენტარი უკრაინის საზღვართან არსებულ სიტუაციას შემოშფოთებელს უწოდებს, NATO-სა და დასავლური საზოგადოებისთვის კი ღირებულებების გამოცდად აფასებს.