28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
სეზონური გრიპის გააქტიურების გამო ქვეყანას "ტვინდემიის" საფრთხე ემუქრება - ივანე ჩხაიძე ეპიდვითრების დამძიმებას აანონსებს

საქართველო "ტვინდემიის" რეალური საფრთხის წინაშეა. უკვე გამოვლინდა სეზონური გრიპის შემთხვევები, რის გამოც კლინიკები განსაკუთრებული მობილიზაციის რეჟიმში გადავიდნენ. ჯანდაცვის სისტემის უკიდურესად გადატვირთვის რისკებს ზრდის კორონავირუსის არსებული "დელტა" და მოსალოდნელი "ომიკრონის" შტამები.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, რის გამოც კლინიკებში საჭირო ხდება დამატებითი ადგილების მობილიზება.

"მეორე საფრთხე რაც პოტენციურად შესაძლებელია იყოს ადამიანისთვის და მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ეს გახლავთ გრიპი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, რომელი ვირუსით იქნება ბავშვი ინფიცირებული. ვინაიდან გრიპის მართვა სრულიად სხვა ტაქტიკას გულისხმობს, გრიპის მართვის სისტემაში ჩვენ გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები. გრიპი მართვის შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ფილტვების ანთებას და ამის გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა საქართველოში. ჩვენ აქცენტი ჯერჯერობით სხვა ტიპის ვირუსებზე გვაქვს ეს არის ე.წ. რესპირაციულ სიციტიური ვირუსი, რომელიც განაპირობებს ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, წვრილი ბრონქების ანთებას.

დღეს კლინიკა არის გადატვირთული ჩვენ იძულებული ვიყავით დამატებითი განყოფილება გამოგვეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის. სამწუხაროდ ჩვენ პროგნოზი მომავალ კვირებისთვისაც არასახარბიელო გვაქვს,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები