28 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
კახეთში 68 წლის ქალს მეხუთე დღეა ეძებენ – ჩანთა ტაძრის მიმდებარედ იპოვეს

გურჯაანის რაიონში უკვე მეხუთე დღეა 68 წლის თინათინ შიშნიაშვილს ეძებენ. ქალი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. ის ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. ტაძრის მიმდებარედ იპოვეს თინათინ შინშიაშვილის კუთვნილი ჩანთა.

დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაკარგული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 558 677 444

დღის ამბები