28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გამოწერილი ჰქონდა მედიკამენტი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ენიშნებათ

მიხეილ სააკაშვილს გამოწერილი ჰქონდა პრეპარატი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ენიშნებათ - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ განაცხადა.

გიული ალასანიამ განმარტა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნა ექიმებმა უნდა მოამზადონ.

ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ამ ეტაპზე ის ფსიქოტროპულ მედიკამენტს აღარ იღებს.

"ჰქონდა მას დანიშნული პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ. პირველად დაუნიშნეს ძალიან მცირე დოზა, 25 მილიგრამი მხოლოდ, მერე ეს დოზა გაიზარდა და უკვე პროცესი რომ ახლოვდებოდა, სადღაც შაბათს, ორი ექიმი იყო მოსული და გაოგნებულები დარჩნენ, იმიტომ რომ ეს დოზა ავიდა 200 მილიგრამზე. ექიმებმა უნდა დადონ თავისი დასკვნა, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ მე რასაც ვხედავ, პირიქით, არის გაუარესება, რეგრესია აშკარად," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები