28 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
გერმანიაში აუცრელ პირებს მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ექნებათ წვდომა - ევროპა არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამი სახელმწიფოების შეშფოთებას იწვევს.

დიდი ბრიტანეთი წითელ სიას აფართოებს. გერმანია კი, აუცრელ პირებს მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომის საშუალებას უტოვებს. რაც შეეხება ავსტრიას, იანვრიდან 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრა იგეგმება.

ბავშვებისთვის შეზღუდვები წესდება ბელგიაშიც სადაც, 6 წლიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. სამხრეთ კორეაში კი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრის მსურველთათვის კოვიდ პასპორტები ამოქმედდება.

გაერთიანებული სამეფო ქვეყანაში შემსვლელთა წითელ სიას აფართოებს. წითელ სიაში შესული ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებული არიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილ პაციენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სენეგალში. ახალი შტამი ქვეყანაში დასავლეთ აფრიკის ქვეყნიდან შემოსულმა ტურისტმა შეიტანა.

შეზღუდვებს ამკაცრებს იტალიაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება ახლა უკვე სავალდებულოა.

დღის ამბები